CM ინჟინერი, ქსელის მართვის ინჟინერი
კომპანია "Finex"-ი აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
1. CM (Corrective Maintenance) Engineer
რადიო ქსელის სარემონტო გამოსასწორებელი სამუშაოების ინჟინერი შემდეგ რეგიონებსა და ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, თელავში, გორში, ხაშურსა და ახალციხეში. ასევე სვანეთში, სამეგრელოსა და გურიაში.
სამუშაოს აღწერილობა
მობილური რადიო სარელეო საბაზო სადგურების მომსახურება
საბაზო სადგურების დაზიანებების ადგილზე აღმოფხვრა და რეპორტინგი.
ვალდებულებები და მოთხოვნები
- სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ოფის გარეთ მუშაობის უნარი, მუშაობის შესაძლებლობა დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში, ხელმძღვანელის მეთვალყურეობით დაგეგმილი სამუშაოების ეფექტური ქმედება;
- დაგეგმილი და დაუგეგმავი სამუშაოების დროული შესრულება, საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა და რეპორტინგი;
- GSM UMTS LTE სფეროში მუშაობის გამოცდილება, Micro wave/BTS მოწყობილობების გამოცდილება/ცოდნა;
- ელექტრობის ზოგადი ცოდნა/გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის ქონა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული, ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების და გუნდური მუშაობის უნარი;
- ქსელში ინტეგრირებული ახალი რადიო საბაზო სადგურების მიღება-ჩაბარების პროცედურების უზრუნველყოფა;
- სასურველია პირად საკუთრებაში მაღალი გამავლობის ავტომანქანის ყოლა.
2. ქსელის მართვის ინჟინერი ქ. თბილისში
სამუშაოს აღწერილობა:
- სპეციალურ პროგრამაში დაზიანების დაფიქსირებისთანავე შესაბამისი ინჟინრის ინფორმირება, სწორი მიმართულების მიცემა და სამუშაოს შესრულების ვადის კონტროლი;
- ტელეფონზე/მეილზე დაფიქსირებული დაზიანების/ინფორმაციის მიმართულების კონტროლი;
- დაზიანების მიზეზის დადგენა და აღნიშნულის დაფიქსირება პროგრამაში;
- შესრულებული გეგმური სამუშაოების აღრიცხვა შესაბამის პროგრამებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები
- სასურველია მსგავს პოზიციაზე ან / და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ინფორმაციის წარდგენისა და გადაცემის უნარი;
- დისციპლინირებულობა / პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის კულტურა;
- კომუნიკაბელურობა;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15 სექტემბერი 2026 წ.