ჩათის ოპერატორი — greencapital011@gmail.com

greencapital011@gmail.com

ჩათის ოპერატორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ვაკანსია: ოპერატორი

საკრედიტო კომპანია „გრინ კაპიტალი“ (Green Capital) აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე!

თუ ხარ ენერგიული, მიზანდასახული და გსურს განვითარება სტაბილურ გარემოში, ეს ვაკანსია შენთვისაა. სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო — ადგილზე უზრუნველვყოფთ სრულყოფილ სწავლებასა და მხარდაჭერას.

ძირითადი მოთხოვნები:

  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ზრდილობიანი და გამართული კომუნიკაციის უნარი
  • ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • შრომისმოყვარეობა და განვითარების სურვილი

სამუშაო გრაფიკი (არჩევით):

  1. დილის ცვლა:
    • ორშაბათი – პარასკევი: 09:00 – 17:00 სთ (შესვენება: 45 წუთი)
    • შაბათი: 09:00 – 14:00 სთ
    • კვირა: დასვენება
  2. საღამოს ცვლა:
    • სამშაბათი – პარასკევი: 17:00 – 22:00 სთ
    • შაბათი: 14:00 – 21:00 სთ
    • კვირა: 10:00 – 17:00 სთ
    • ორშაბათი: დასვენება

რას გთავაზობთ:

  • საქმის ადგილზე შესწავლას და პროფესიულ მხარდაჭერას
  • კარიერული დაწინაურების რეალურ პერსპექტივას
  • კომფორტულ საოფისე გარემოს: უფასო კვება, ჩაი და ყავა ოფისის ხარჯზე
  • მეგობრულ და დინამიკურ გუნდს