ბუღალტრის ასისტენტი — Ecovis Georgia

Ecovis Georgia — ლოგო
Ecovis Georgia

ბუღალტრის ასისტენტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია Ecovis Georgia აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე ბუღალტერიის დეპარტამენტში.

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • საოფისე და ბუღალტრული პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (მნიშვნელოვანია ექსელში მუშაობის უნარები);
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო პირობებს;
  • კონკურენტუნარიან და წამახალისებელ სახელფასო განაკვეთს;
  • კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
  • პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.
დამატებითი ინფორმაცია:

ძირითადი სამუშაო ადგილი: თბილისი, აფაქიძის ქ. №5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე

სამუშაო საათები: 09:00 - 18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბუღალტრის/მთავარი ბუღალტრის მითითებების მიხედვით კომპანიის მიმდინარე საბუღალტრო საქმის წარმოება (ყოველდღიური მარტივი ოპერაციების შესრულება);
  • საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის მარტივი ოპერაციების აღრიცხვა;
  • ხელფასის დარიცხვის უწყისის მიხედვით შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება;
  • ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
  • ბანკის ამონაწერის და სალაროს ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში (მათ შორის სავალუტე ანგარიშებისაც);
  • სესხების საპროცენტო ხარჯების აღრიცხვა;
  • დებიტორული მოთხოვნებისა და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების სისწორის გადამოწმება;
  • დამკვეთი კომპანიის ყოველთვიური დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

"Ecovis Georgia" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გმობს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.