ბუღალტერი/ოფის მენეჯერი
კომპანია SAN MARCO "COLORESCO" – იტალიური ხარისხი საქართველოში
SAN MARCO "COLORESCO" წარმოადგენს იტალიური დეკორატიული საღებავებისა და საფარების ბრენდის SAN MARCO-ს ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში. კომპანია ორიენტირებულია ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე, მაღალი ხარისხის პროდუქციასა და პროფესიონალურ მომსახურებაზე. ჩვენი გუნდი შედგება მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალებისგან, რომლებიც ქმნიან მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
ძირითადი მოვალეობები
- საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა
- საბანკო და სალარო ოპერაციების მართვა, პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება
- გაყიდვების, შესყიდვებისა და მარაგების აღრიცხვა
- ოფისის ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზება და მხარდაჭერა
- კომუნიკაცია პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და კლიენტებთან
- ანგარიშგებების მომზადება ხელმძღვანელობისთვის
- საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობა და მონაცემების განახლება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები
- უმაღლესი ან მიმდინარე განათლება ბუღალტერიაში, ფინანსებში ან ეკონომიკაში
- ბუღალტრულ პროგრამებთან (მაგ: 1C, Oris, Fina, ან ანალოგიური) მუშაობის საბაზისო გამოცდილება
- კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
- სწრაფი სწავლის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა
- MS Office-ის (Excel, Word) ცოდნა
უპირატესობები და სარგებელი
- საერთაშორისო ბრენდთან მუშაობის გამოცდილება და პროფესიული განვითარება
- მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო მცირე, მოტივირებულ გუნდში
- თანამედროვე ოფისი და კომფორტული სამუშაო პირობები თბილისის ცენტრალურ უბანში
- პერსონალური და კარიერული ზრდის შესაძლებლობა