ბუღალტერი
კომპანია "ებიტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე კლიენტი კომპანიისთვის.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საირმის ქუჩა
ინდუსტრია: ჯანდაცვა / სამედიცინო სერვისები
სამუშაო ფორმატი: საოფისე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 3000 ლარი (ნეტი)
ფუნქციები:
- კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
- ყოველდღიური საბანკო გადარიცხვებისა (ადგილობრივი, საერთაშორისო) და ოპერაციების განხორციელება
- ხარჯების მართვა (ბუღალტრულ პროგრამაში/სისტემაში კომპანიის პროგრამების მიხედვით ხარჯების აღრიცხვა)
- შემოსავლების (საბანკო, ტერმინალი, ნაღდი ფული) აღრიცხვა პაციენტებისა და ანექსების მიხედვით
- საბანკო გატარებების განხორციელება
- პარტნიორ კომპანიებთან ფინანსური ოპერაციებისა და შედარებების დროული შესრულება
- ყოველთვიური დეკლარაციების (მოგება, საშემოსავლო, დღგ) მომზადება და გაგზავნა
- წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება და გაგზავნა
- სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი
- საბუღალტრო დოკუმენტაციის მართვა და მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ცოდნა, განათლება:
- უმაღლესი განათლება საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით
- საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
- სასურველია რუსული ენის სამუშაო დონეზე ფლობა
- ბუღალტრული პროგრამების - 1C-ისა და Balance-ის ცოდნა
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით პროგრამა Excel-ის, ზედმიწევნით ცოდნა
გამოცდილება:
- მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე
- უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას
უნარები და პიროვნული თვისებები:
- განვითარებული მათემატიკური უნარები
- განვითარებული ანალიტიკური უნარები
- დეტალებისადმი ყურადღება
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
- გუნდური მუშაობის უნარი
კომპანია გუნდის წევრებს სთავაზობს:
- კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას
- Fitpass-თან პარტნიორობას
- სხვადასხვა წამახალისებელ საჩუქარსა და გუნდურ ღონისძიებას
კანდიდატების შერჩევის პროცესს მართავს ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია "ებიტ ჯგუფი".
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.