ბუღალტერი — თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

ბუღალტერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (9:45სთ-18:15სთ)

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი გორგასლის ქ. #9

ძირითადი მოვალეობები:

  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა;
  • საბანკო ოპერაციების ასახვა;
  • სალაროს ოპერაციების წარმოება;
  • საგადასახადო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
  • მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ანგარიშსწორებების კონტროლი;
  • საბუღალტრო ბაზის დამუშავება;
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
  • ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა პროფესიული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
  • MS Excel-ის კარგი ცოდნა (Pivot Table, Lookup ფუნქციები, მონაცემთა დამუშავება);
  • საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (1c, Oris, RS.ge და სხვა შესაბამისი პროგრამები);
  • სასურველია ACCA, ან სხვა პროფესიული განვითარების კურსების სერთიფიკატი ან სწავლების პროცესი.

პიროვნული უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი;
  • პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტი;
  • პრობლემის დამოუკიდებლად ანალიზისა და გადაწყვეტის უნარი.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

ვეძებთ თანამშრომელს, რომელიც:

  • პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ საქმიანობას;
  • არ მალავს შეცდომას და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად ახდენს ინფორმირებას;
  • იზიარებს გუნდური მუშაობის პრინციპებს;
  • ორიენტირებულია განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე;
  • პატივს სცემს სამუშაო პროცესებსა და ორგანიზაციულ სტრუქტურას.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს;
  • გამოცდილ გუნდთან მუშაობას;
  • თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპებზე დაფუძნებულ სამუშაო პროცესს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • სამედიცინო ან მრავალპროფილურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • ფინანსური ანალიზის საფუძლების ცოდნა;
  • Power Query / Power Pivot / Power BI-ის საბაზისო ცოდნა;
  • ავტომატიზაციისა და პროცესების გაუმჯობესების ინიციატივა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ