ჯორჯიან ეარვეის
ბუღალტერი
შეთანხმებით
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
ა/კ "ჯორჯიან ეარვეისი" "Georgian Airways" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საბუღალტრო პროგრამაში ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
- პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება, შესაბამისი დეპარტამენტისთვის მიწოდება, პროგრამული აღრიცხვა-მონიტორინგი, დოკუმენტების მატერიალურად და ელექტრონულად დაარქივება;
- სალაროს/ბანკის ოპერაციების შესრულება/პროგრამული აღრიცხვა;
- ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი;
- მარაგების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი, კონტროლი;
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, კონტროლი;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება, დებიტორებთან წერილობითი კომუნიკაცია დავალიანებების შედარებისა და ჩარიცხვების დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად;
- შემოსავლების სამსახურის პორტალზე ატვირთული კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი;
- კომპანიის ფინანსური პოლიტიკით გათვალისწინებული თვის/წლის დახურვაში მონაწილეობის მიღება;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, აუდიტის, ან მომიჯნავე განხრით;
- საბუღალტრო პროგრამა Balance-ის ცოდნა;
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ექსელი, ვორდი, ინტერნეტ ბანკი);
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო სტანდარტების საფუძვლების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- სამუშოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.