ბუღალტერი — დეტექტი

დეტექტი — ლოგო
დეტექტი

ბუღალტერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "DETECT" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი N73

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე, საჭიროების შემთხვევაში შაბათი 11:00-15:00

ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე

პასუხისმგებლობები:

  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება, დებიტორებთან/კრედიტორებთან წერილობითი კომუნიკაცია დავალიანებების შედარებისა და ჩარიცხვების დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად;
  • შესყიდვებთან/რეალიზაციებთან დაკავშირებული სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების ყოველდღიური კონტროლი, RS პორტალზე მუშაობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების/რეპორტების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
  • მიღებული პროდუქციის შესყიდვის დოკუმენტთან შესაბამისობის დადგენა;
  • მარაგების ნაშთის კონტროლი, პროგრამული და რეალური ნაშთების დადარება;
  • სხვადასხვა ფინანსური რეპორტებისთვის მონაცემების მომზადება;
  • ხარჯთაღრიცხვების წარმოება;
  • ობიექტების მიხედვით მასალების კონტროლი;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, კონტროლი;
  • საწვავის ნაშთების კონტროლი, საწვავის ჩამოწერის აქტების გამზადება;
  • ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი

მოთხოვნები:

  • ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • ანალიტიკური უნარები და დეტალებისადმი ყურადღება;

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:

  • CV-ის განხილვა;
  • გასაუბრება.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ