ბუღალტერი — ტერაბანკი

ტერაბანკი — ლოგო
ტერაბანკი

ბუღალტერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის განყოფილებაში ბუღალტერს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:

  • უმაღლესი განათლება - ეკონომიკური, საბანკო ან საფინანსო მიმართულებით;
  • ფინანსურ განყოფილებაში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • შემოსავლების ვებგვერდზე (rs.ge) მუშაობის გამოცდილება;
  • გავლილი საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის ტრენინგი;
  • Microsoft Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; 3 დღე ოფისში, 2 დღე - დისტანციურად;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + წლიური ბონუსი.

შენი მოვალეობა იქნება:

  • ბანკის სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯების დროული ასახვა;
  • საბუღალტრო გატარებების განხორციელება;
  • საგადახდო დავალებების მომზადება;
  • დებიტორ-კრედიტორებთან ანგარიშწორება;
  • ფულადი სახსრებისა და საქვეანგარიშო თანხების აღრიცხვა-ანგარიშსწორება;
  • სხვადასხვა დარიცხული და საგადასახადო ვალდებულების გადახდა.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 9 ივლისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან.

ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.

ტერაბანკმა მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშაოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ