ბუღალტერი — გაუს კრიპტო

გაუს კრიპტო — ლოგო
გაუს კრიპტო

ბუღალტერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "გაუს კრიპტო" არის ლიცენზირებული VASP საქართველოში, რომელიც ახორციელებს კრიპტო/ფიატ გაცვლის ოპერაციებს. კომპანია ეძებს გამოცდილ ბუღალტერს, რომელსაც გააჩნია ციფრული აქტივების სფეროს ინტერესი ან გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშ-პარ)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყოველდღიური სალაროს ოპერაციების სრული ბუღალტრული აღრიცხვა
  • კრიპტო და ფიატ ვალუტის ოპერაციების შეჯამება და კლასიფიკაცია
  • საბანკო ამონაწერების და შიდა ჩანაწერების ვერიფიკაცია
  • დღგ-ისა და სხვა გადასახადების გაანგარიშება და დეკლარირება
  • ყოველთვიური/კვარტალური ფინანსური ანგარიშგების მომზადება
  • შიდა ოდიტისა და გარე ოდიტის მხარდაჭერა
  • ბუღალტრული პროგრამის (Oris/1C/სხვა) ადმინისტრირება
  • ფინანსური დოკუმენტაციის მართვა და არქივირება

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობა — უმაღლესი განათლება სავალდებულო
  • მინიმუმ 3 წლის გამოცდილება ფინანსურ/საბანკო სექტორში
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა
  • IFRS-ის ბაზისური ცოდნა
  • Excel-ის კარგი ცოდნა; სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
  • სიზუსტე, ყურადღება დეტალებზე
  • კრიპტო/ფინტეკ სფეროს ცოდნა — უპირატესობა
  • ენები: ქართული (სავალდებულო), ინგლისური/რუსული (სასურველი)

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ