ბუღალტერი
მაღაზია "კაფელის სახლი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო ადგილი: საბურთალო, ქავთარაძის ქუჩა #28-30, მაღაზია "კაფელის სახლი"
სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
სამსახურებრივი მოვალეობები:
- ბუღალტრული/პირველადი დოკუმენტაციის პროგრამულად დამუშავება და შესაბამისი გატარებების გაკეთება
- ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, მათ შორის: ხარჯების, მარაგების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების, საბანკო და სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა, ასევე აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამუშავება, მათი დროული და სწორად გაფორმების კონტროლი
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი/შედარება პარტნიორებთან
- საბანკო და სალარო ოპერაციების წარმოება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების გაკეთება
- საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების კონტროლი, ანგარიშვალდებულ პირებთან შედარებების განხორციელება
- საგადახდო დავალებების ატვირთვა-მომზადება
- სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში მონაცემების წარდგენა
- სხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს-ადმინისტრირების ან ბუღალტერიის მიმართულებით
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
- საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების კარგი ცოდნა, ასევე IFRS სტანდარტების ცოდნა
- საგადასახადო პორტალ RS.GE-სთან მუშაობის გამოცდილება
- MS Office-ის სამომხმარებლო ცოდნა, Excel-ის სიღრმისეული ცოდნა
- პროგრამა APEX-ში მუშაობის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების პრაქტიკული ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნება
- ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
რეზიუმე სავალდებულოა ქართულ ენაზე, სასურველია ფოტოსურათით.
საკონტაქტო პირი:
ვებ-გვერდი: https://www.peaniltd.com