ბუღალტერი — გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია — ლოგო
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

ბუღალტერი

₾3360 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას №5 და №7

სამუშაო გრაფიკი: სრული

ვაკანტური პოზიციები:

  • I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
  • I კატეგორიის სპეციალისტი

ანაზღაურება: 2490 - 3360 ლარი (Gross)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების (დამატებული ღირებულების გადასახადის, მოგების გადასახადის, ქონების გადასახადის,) მომზადებაში და შემოსავლების სამსახურში წარდგენაში მონაწილეობის მიღება;
  • საბუღალტრო პროგრამაში ბუღალტრული გატარების შესრულება;
  • დებიტორების და კრედიტორების ანგარიშების კონტროლი, შედარების აქტების მომზადების უზრუნველყოფა;
  • ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების კანონმდებლობის შესაბამისად აღრიცხვა და კონტროლი;
  • კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის ბალანსზე რიცხული აქტივების ინვენტარიზაციისა და სხვა კომისიებში ჩართულობა;
  • სტატისტიკური ანგარიშის მომზადება და წარდგენის უზრუნველყოფა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დავალებით სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის მიმართულებით;
  • სასურველია ACCA პირველი ან მეორე დონის სერთიფიკატი;
  • აუცილებელია საბუღალტრო პროგრამის ცოდნა; (სასურველია FMG);
  • სავალდებულოა MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • აუცილებელია "საქართველოს საგადასახადო კოდექსის" ცოდნა;
  • სასურველია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
  • სავალდებულოა ბუღალტრად მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა.

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.

კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ