ბუღალტერი — Z.E.G.A Consulting

Z.E.G.A Consulting

ბუღალტერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

აუდიტორული კომპანია "ზ.ე.გ.ა. კონსალტინგი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით
  • საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა
  • ბუღალტრული პროგრამა ORIS-ის ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
  • ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად

აუცილებელი უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სხარტი და ლოგიკური აზროვნების უნარი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება
  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია
  • შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა
  • გაყიდვების/შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვების აქტებისა და ა.შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება
  • დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება
  • პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება
  • სალაროს ნაშთის კონტროლი
  • საზოგადოების ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება
  • სხვადასხვა დავალების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის ბუღალტრის/აუდიტორის საქმიანობიდან

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: შეთანხმებით
  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00 საათამდე
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი