ბუღალტერი
Fitnet წარმოადგენს ფიტნესისა და ველნეს ინდუსტრიაში მოქმედ კომპანიას, რომლის ეკოსისტემაში შედის Fitshop — სპორტული კვების ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი საქართველოში.
კომპანია აერთიანებს სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებას და აგრძელებს ზრდას პროფესიონალი გუნდის მხარდაჭერით.
კომპანიის ზრდასთან ერთად, ვეძებთ ბუღალტერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფინანსური ოპერაციების აღრიცხვაზე, დოკუმენტაციის წარმოებასა და საბუღალტრო პროცესების ეფექტურად მართვაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, დამუშავება და აღრიცხვა;
- საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
- შესყიდვებისა და რეალიზაციის დოკუმენტაციის წარმოება;
- საგადახდო და ფინანსური დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
- კონტრაქტორებთან ანგარიშსწორების კონტროლი;
- ფინანსური ანგარიშგებისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საბუღალტრო და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი
თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის — შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
თქვენ მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის განხილვის მიზნით.
ინფორმაციის გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით თქვენი მონაცემების დამუშავებას შერჩევის პროცესის ფარგლებში.