ბუღალტერი — ბს/2 ჯორჯია

ბს/2 ჯორჯია — ლოგო
ბს/2 ჯორჯია

ბუღალტერი

₾2000 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

„ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ბუღალტერს

"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის N6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას მეტროსადგურ "დიდუბიდან")

სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00, (1 სთ. შესვენება)

ანაზღაურება: ხელზე ასაღები 2000 ლარიდან.

ძირითადი მოვალეობები:

  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და კონტროლი, მათ შორის: შესყიდვების, რეალიზაციის/გასვლის, ჩამოწერის, გადაფასების, შიდა გადაადგილებისა და სხვა დაკავშირებული ოპერაციების ბუღალტრული დამუშავება;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, და ანალიზი;
  • საბანკო ოპერაციების და სალაროს მოძრაობების აღრიცხვა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშების შეთავსება;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, ამორტიზაციის დარიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;
  • თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების დარიცხვა და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება/ჩარიცხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • მივლინებებთან დაკავშირებული ხარჯების აღრიცხვა და დოკუმენტური უზრუნველყოფა;
  • ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობა და საჭირო მონაცემების უზრუნველყოფა;
  • კვარტლური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
  • ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება და დამუშავება „შვილობილი კომპანიების მენეჯმენტის პოლიტიკისა“ და შიდა რეგულაციების შესაბამისად.

რას მოველით კანდიდატისგან:

  • უმაღლესი ფინანსური განათლება;
  • ბუღალტრად მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • 1 C ბუღალტერიის ცოდნა (ბალანსი) და მასში მუშაობის უნარი;
  • დაკუმენტებთან მუშაობა: პირველადი დოკუმენტების დამუშავება და ინფორმაციის საბალანსო ანგარიშში შეტანა;
  • რუსული ენის სულ მცირე საშუალო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;
  • Fit pass ბარათს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მონაწილეობას ინოვაციურ და საერთაშორისო პროექტებში;
  • პროფესიული სწავლებასა და განვითარებას.