ბუღალტერი — საბუდარა

საბუდარა

ბუღალტერი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

წარმოების ზრდიდან გამომდინარე შპს "საბუდარა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

მეფრინველეობის სანაშენე-საჯიშე რეპროდუქტორი შპს საბუდარა/ქართული ფრინველი 2006 წლიდან არის დარგის ლიდერი მეფრინველეობაში, ამიერკავკასიის მასშტაბით ახდენს Aviagen, Babolna Tetra, Lohmann tierzucht-ის ჯიშის ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს უზრუნველყოფს წიწილის გამოსაზრდელად აუცილებელი მედიკამენტებით, მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით. საბუდარა 2023 წლის მონაცემებით არის წიწილისა და საინკუბაციო კვერცხის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი საქართველოდან.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: 1 500 ლარიდან 2 500 ლარამდე (კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე);

ფუნქცია-მოვალეობები:

(ჩამოთვლილი ფუნქცია მოვალეობები გაიმიჯნება რამდენიმე დასაქმებულს შორის)

  • კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
  • ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ.) ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა;
  • შესყიდვებთან და რეალიზაციებთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების პროგრამული ასახვა და დადასტურება rs.ge-ზე / RS პორტალზე მუშაობა;
  • დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი, შედარებები დებიტორ/ კრედიტორებთან;
  • სასაქონლე და მატერიალური მარაგების კონტროლი და აღრიცხვა;
  • საბანკო ოპერაციების პროგრამულად ასახვა.
  • ყოველთვიური დეკლარაციების შევსების პროცესში მონაწილეობა;
  • სალარო ნაშთების კონტროლი;
  • სხვადასხვა ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული ასახვა;
  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების Word, Excel-ის ფლობა;
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება წარმოების სფეროში;
  • სასურველია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა.
  • აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის გამოცდილება/ცოდნა.

უნარები:

  • მოტივირებული;
  • მოწესრიგებულობა.
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • კომუნიკაბელური, ენერგიული.
  • ორგანიზებული;

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიულ, კარიერულ განვითარებას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • კვებას;

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, დავით აღმაშენებლის ქუჩა 2, 2 კილომეტრი (ყოფილი ზოოვეტ ინსტიტუტის მოპირდაპირე მხარეს) Facebook გვერდზე (FB საბუდარა.Sabudara) დართული გვაქვს რუკაც თვალსაჩინოებისთვის.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ