ბუღალტერი
ABG Consulting წარმოადგენს მსხვილ საბუღალტრო - საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც წარმატებით ემსახურება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს.
კომპანიის მომხმარებელთა საერთო რიცხვი 1200 აღემატება. კადრების პროფესიული ზრდის მიზნით ტარდება მუდმივი სტაჟირებები და ტრეინინგები. სამიზნე სეგმენტის გაფართოების მიზნით კომპანია გამუდმებით სთავაზობს მომხმარებლებს ახალ, მრავალფეროვან გაუმჯობესებულ მომსახურებებს, რაც თავის მხრივ, ახალი ბაზრის ათვისებას უწყობს ხელს.
კომპანია "ABG CONSULTING" აცხადებს მთავარი ბუღალტრის ვაკანსიას, რომელმაც საბუღალტრო მომსახურება უნდა გაუწიოს კომპანიის კლიენტებს, სავაჭრო ცენტრ "ლილო მოლის" ტერიტორიაზე.
კანდიდატთა შერჩევა მოხდება რეზიუმის საფუძველზე ორ ეტაპად: ტესტირება და გასაუბრება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ეკონომიკური, ან ფინანსური განათლება;
- ბუღალტრის პოზიციაზე 1 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება;
- ბასს, ფასს და მსს ფასს ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამის ცოდნა;
- საგადასახადო კოდექსის ცოდნა
- სასურველია რუსული ენის ცოდნა.
უნარები და პიროვნული თვისებები:
- ოპერატიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა.
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ანაზღაურება: 1400 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდულია - 2 დღე ოფისში და 3 დღე დისტანციურად.