ბუღალტერი
კომპანია "ნეოგაზი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი. ა. ვორონინის #14
სამუშაო საათები: 9:30სთ - 18:30სთ. შესვენება 1 საათი
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სატელეფონო ლიმიტი;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების შესრულება ერთიან სააღრიცხვო ბაზასა და ბუღალტრულ პროგრამაში;
- რეალიზაციის ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
- შესყიდვის ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
- მივლინების დარიცხვა;
- კონტრაქტებისა და მიღება ჩაბარებების ატვირთვა საბუღალტრო პროგმაში;
- სპეც ანგარიშფაქტურების გამოწერა RS-ზე;
- დებიტორ კრედიტორული დავალიანების ყოველდღიური კონტროლი;
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
- თვის ან/და ფინანსური წლის დახურვისათვის საჭირო ბუღალტრული ოპერაციების წარმოება მთავარი ბუღალტრის მითითებით;
- ფინანსური რეპორტინგის მომზადებაში ჩართულობა;
- საგადასახადო სტრუქტურასთან ურთიერთობა;
- მთავარი ბუღალტრის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან/და ბუღალტრული აღრიცხვის განხრით;
- უპირატესობად ჩაითვლება აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- პროფესიული სერტიფიცირება (ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსები);
- 3 წლამდე სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
- Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Excel, Word);
- აუცილებელი მოთხოვნა: საბუღალტრო პროგრამა 1C-ს და ბალანსის ცოდნა;
- საგადასახადო სტრუქტურებთან ურთიერთობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული.