ბუღალტერი
"Promant" — პროფესიონალური ესთეტიკისა და ინექციური მედიცინის მიმართულებით პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში — აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ყოველდღიური საბუღალტრო პროცესების სწორად და დროულად წარმართვას.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება;
- პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება და კონტროლი;
- შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
- საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
- ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებებისა და სხვა საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება;
- იმპორტთან დაკავშირებული საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა;
- საწყობისა და საქონლის მოძრაობის აღრიცხვაში მონაწილეობა;
- თანამშრომლებთან დაკავშირებული საბუღალტრო პროცესების წარმოება;
- ხელფასებისა და შესაბამისი გადასახადების დარიცხვა/აღრიცხვა;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
- საგადასახადო ვალდებულებების კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში ფინანსური ანგარიშებისა და შიდა რეპორტების მომზადება;
- აუდიტთან და გარე პარტნიორებთან საჭირო ფინანსური ინფორმაციის კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან შესაბამის სფეროში;
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
- RS.ge-სა და balance-ის საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- Excel-ის კარგი ცოდნა;
- ქართული საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება: დისტრიბუციის, იმპორტის ან სავაჭრო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- მუშაობას სტაბილურ და განვითარებად კომპანიაში;
- პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- პრემიუმ საერთაშორისო ბრენდებთან დაკავშირებულ საინტერესო სამუშაო პროცესს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- სრულ სამუშაო განაკვეთს.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი, ჰიბრიდული.
თუ ხარ ზუსტი, პასუხისმგებლობიანი და პროფესიონალი და გსურს განვითარდე დინამიკურ კომპანიაში, გელოდებით Promant-ის გუნდში.