ბუღალტერი — The Design Mall

The Design Mall

ბუღალტერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"DESIGN MALL" არის დიზაინისა და სარემონტო მასალების მოლი თბილისში, სადაც ერთ სივრცეში შეგიძლიათ შეარჩიოთ სარემონტო მასალები, ავეჯი და დეკორი, ასევე მიიღოთ პროფესიონალი დიზაინერებისა და არქიტექტორების მომსახურება.

მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ ბუღალტერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი: 10:00-19:00 (1 საათი შესვენება)

ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მიმდინარე საბუღალტრო ოპერაციების სრულყოფილი და დროული აღრიცხვა;
  • მიღება-ჩაბარების აქტების, ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
  • საწყობისა და საბუღალტრო მონაცემების ურთიერთშედარება და კონტროლი;
  • საგადასახადო ვალდებულებებისა და შესაბამისი დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
  • შემოსავლებისა და ხარჯების შესაბამისი საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება;
  • თანამშრომელთა ხელფასებთან, შრომით ანაზღაურებასთან და შესაბამის გადასახადებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა და განხორციელება;
  • ხელმძღვანელობისთვის საჭირო ფინანსური და საბუღალტრო ინფორმაციის მომზადება;
  • აუდიტისა და საგადასახადო შემოწმებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის მოწესრიგებული და სისტემატიზებული წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან შესაბამისი მიმართულებით;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და საბუღალტრო აღრიცხვის ძირითადი პრინციპების კარგი ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • პირველადი დოკუმენტაციისა და ფინანსურ მონაცემებთან მუშაობის მაღალი სიზუსტე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და ვადების დაცვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • სამშენებლო სექტორში ან სამშენებლო/სარემონტო მასალებით ვაჭრობის სფეროში ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
  • მარაგების, საწყობისა და საქონლის მოძრაობის აღრიცხვის გამოცდილება;
  • საგადასახადო დეკლარაციების დამოუკიდებლად მომზადების გამოცდილება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის სრულ ციკლთან მუშაობის გამოცდილება;
  • ACCA-ის სერტიფიკატების ფლობა.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "დიზაინ მოლის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ.