ბუღალტერი
შპს "საინჟინრო ჯგუფი და ხარისხი საქართველოში" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სრული საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის წარმოება;
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და კონტროლი;
- ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტების მომზადება;
- საბანკო ოპერაციების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
- ხელფასებისა და შესაბამისი გადასახადების დარიცხვა;
- ფინანსური ანგარიშებისა და ხელმძღვანელობისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბუღალტრად მუშაობის შესაბამისი გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
- RS.ge-სა და თანამედროვე საბუღალტრო/ERP პროგრამებში მუშაობის კარგი ცოდნა;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, მაღალ დონეზე ფლობა;
- დიდი მოცულობის ინფორმაციის სწრაფად და ზუსტად დამუშავების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დადგენილ ვადებში სწრაფად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
აუცილებელი პირობა: კანდიდატს უნდა ჰქონდეს პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება, თავისუფლად ფლობდეს თანამედროვე საბუღალტრო პროგრამებს და გამოირჩეოდეს მუშაობის სისწრაფითა და სიზუსტით.