ბუღალტერი
"კაია" არის თანამედროვე ტიპის თუნუქის საწარმო, რომელიც 2011 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით, თუნუქისგან აწარმოებს სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო მასალებს.
ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აეროპორტის ხიდების მიმდებარედ.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-18:00.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბუღალტრული გატარებების შესრულება (შესყიდვები, საბანკო ოპერაციები, რეალიზაციების და ჩამოწერის ოპერაციების წარმოება, ინვენტარიზაციის შედეგების ბაზაში ასახვა;)
- საბანკო გადარიცხვების შესრულება;
- წარმოებული საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა, დადგენილი წესებით დოკუმენტირება, შენახვა, დაარქივება;
- დოკუმენტაციების სიზუსტის მონიტორინგი;
- სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის კონტროლი;
- დებიტორებისა და კრედიტორების შესახებ ინფორმაციის კონტროლი;
- მთავარი ბუღალტრის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა/ფინანსები);
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- სასურველია საბუღალტრო პროგრამა FMG (INFO) მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Word და Excel საბაზისო დონის ცოდნა
დამატებითი უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა
"თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა იქნება დაცული "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
"კაია" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.