ბუღალტერი — ართვინ ჯორჯია

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
ართვინ ჯორჯია

ბუღალტერი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია შპს "ართვინ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

  • საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი
  • საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად
  • სალაროს/ბანკის და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების აღრიცხვა და კონტროლი
  • პროგრამის RS.ge-სთან შედარება, მათ შორის პირადი ბარათის აღრიცხვის კონტროლი
  • დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი (ფინანსურ სამსახურთან ერთად)
  • იმპორტთან დაკავშირებული გატარებების პროგრამული ასახვა
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა
  • ბუღალტრული რეპორტების წარმოება
  • ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის, ფინანსების სფეროში.
  • ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის სამშენებლო ან საწარმოო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
  • საქართველოში აპრობირებული საბუღალტრო პროგრამებთან (ORIS, 1C, Balance და სხვა) მუშაობის გამოცდილება.
  • კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების ცოდნა; Excel მაღალ დონეზე.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ხელფასი: შეთანხმებით (გამოცდილების შესაბამისად)

ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი (ქრისტინე შარაშიძის 25)

ჩვენ მოგიძებნით ბუღალტრის ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა ბუღალტრის ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ