ბუღალტერი
"კერხერ-საქართველო" წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში. იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:00-18:00)
- სამუშაო დღეების რაოდენობა: 5
- სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა
- შვებულებო დღეების რაოდენობა: 30 დღე
ბუღალტრის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის (ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები) მიღება, შემოწმება და გატარება საბუღალტრო პროგრამაში კომპანიის სტანდარტების და აღრიცხვის წესების მიხედვით.
- საბანკო გადარიცხვების განხორციელება და ამონაწერების ყოველდღიური დამუშავება/დადარება.
- კრედიტორული დავალიანებების მართვა, კონტროლი და ურთიერთშედარების აქტების მომზადება.
- საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვა: RS.GE-ზე მუშაობა: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და ზედნადებების კონტროლი, ძირითადი საშუალებების აღრიცხვა-ინვენტარიზაცია.
- აუდიტორებთან და საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით (ACCA-ს სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად).
- გამოცდილება: მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე.
- საგადასახადო კანონმდებლობა: საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და BAF/IFRS კარგი ცოდნა.
ძირითადი მოთხოვნები:
- შემოსავლების სამსახურის პორტალზე (RS.GE) მუშაობის სიღრმისეული გამოცდილება.
- საბუღალტრო პროგრამის 1С-ის ცოდნა.
- MS Excel-ის ცოდნა.
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- ანალიტიკური აზროვნებისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
- გუნდური მუშაობისა და სტრესულ გარემოში ოპერატიულად მოქმედების უნარი.