ბუღალტერი
შპს "Novamed Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, ლუბლიანას 46
სრული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00
ძირითადი მოვალეობები:
- პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა;
- ბუღალტრული ოპერაციების შესრულება და გატარება Oris-ში;
- რეალიზაცია;
- ადგილობრივი შესყიდვები;
- იმპორტი;
- ბანკი;
- სალარო;
- ხელფასისა და დივიდენდის დარიცხვები - უწყისების მომზადება;
- ხარჯები;
- პროგრამა FMG-დან ზედნადებების გამოწერა;
- ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების სისწორის უზრუნველყოფა;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
- საჭიროებისამებრ სხვადასხვა ინფორმაციის მომზადება (დებიტორები, ხარჯები, შემოსავლები, მარაგის დონეები);
- მოგება-ზარალის და ბალანსის ანგარიშგების მომზადება (სასურველია, კანდიდატს შეეძლოს ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა);
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით (სასურველია);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);
- საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (Oris და FMG);
- MS Office პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- შედეგებზე ორიენტირებული;
- დროის ეფექტური მართვა;
- ინფორმაციის მიღებისა და სწორად გადმოცემის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობა.
ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.