ბუღალტერი — ინვესტორი

ინვესტორი — ლოგო
ინვესტორი

ბუღალტერი

₾1800 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სადისტრიბუციო კომპანია "ინვესტორი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზ. 116

ანაზღაურების რეინჯი: 1800 ლარი (ხელზე ასაღები) საწყის ეტაპზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვაში მონაწილეობის მიღება;
  • რეალიზაციებთან დაკავშირებული სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების ყოველდღიური კონტროლი, RS პორტალზე მუშაობა;
  • დებიტორული დავალიანების პერიოდული კონტროლი და მყიდველებთან შედარება;
  • დამატებით მთავარი ბუღალტრის მიერ მოთხოვნილი დედლაინების შესრულება;
  • რეალიზებასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და გადამოწმება;
  • ყოველთვიურად ბუღალტრული გატარებების შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციის შენახვა-დაარქივება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია საგადასახადო კოდექსის და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • აუცილებელია ბუღალტრულ პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • ინფორმაციის/მონაცემთა დამუშავების და ანალიზის უნარი;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ