ბუღალტერი — დეველოპერული კომპანია Homer

დეველოპერული კომპანია Homer — ლოგო
დეველოპერული კომპანია Homer

ბუღალტერი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

დეველოპერული კომპანია "Homer"-ი (ჰოუმერი) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე თბილისში.

კომპანიის შესახებ

"Homer"-ი არის თანამედროვე დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის ხარისხიან, ინოვაციურ და ადამიანზე ორიენტირებულ საცხოვრებელ პროექტებს საქართველოში.

ჩვენი გუნდი აერთიანებს უძრავი ქონების ინდუსტრიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებს, რომლებიც საერთო ღირებულებებით ხელმძღვანელობენ - ხარისხი, პასუხისმგებლობა, გამჭვირვალობა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა.

"Homer"-ში გვჯერა, რომ წარმატებული პროექტები იქმნება ძლიერი გუნდის მიერ. სწორედ ამიტომ, ვქმნით გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს აქვს განვითარების შესაძლებლობა, ახალი იდეების განხორციელების თავისუფლება და საერთო წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის შესაძლებლობა.

თუ გსურთ გახდეთ ამბიციური და მზარდი კომპანიის ნაწილი, შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ მომავლის საცხოვრებელი სივრცეები.

ჩვენ შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://homer.ge/ka

სამუშაო პირობები:

განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ)

სამუშაო ადგილი: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის მოედანი N1

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტის მიერ ჩარიცხული თანხების დეტალური აღრიცხვა პროგრამა ბალანსსა და Bitrix-ში
  • კლიენტების კონტრაქტის პირობებისა და გადახდის განრიგის აღრიცხვა და კონტროლი
  • კლიენტების გადახდებთან, ხელშეკრულებებთან და ა.შ. დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და გაგზავნა
  • ყოველდღიური ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება IFRS სტანდარტებისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად
  • საბანკო ამონაწერების გატარება საბუღალტრო პროგრამა ბალანსში
  • ხელფასის გამოთვლაში მონაწილეობის მიღება
  • შესყიდვების გატარება პროგრამაში
  • საბანკო გადარიცხვების შესრულება
  • სტატისტიკური მონაცემების შევსება
  • მთავარი ბუღალტრის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
  • პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი მოთხოვნა)
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
  • Excel-ის კარგი ცოდნა
  • IFRS სტანდარტების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა
  • ACCA-ს რამდენიმე წიგნის ჩაბარება (ჩაითვლება უპირატესობად)

ანაზღაურება

ამ პოზიციაზე განსაზღვრული ფიქსირებული ყოველთვიური ანაზღაურება 2500 ლარი (ხელზე ასაღები)

ჩვენ გთავაზობთ:

  • ინდივიდუალურ ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • თანამედროვე, კომფორტულ და კეთილმოწყობილ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და კარიერულ ზრდას;
  • გამოცდილი პროფესიონალების გუნდში მუშაობას;
  • კორპორატიულ ღონისძიებებსა და გუნდურ აქტივობებს.
  • კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობებს.

(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან).

Homer-ი გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად გელით ჩვენ გუნდში!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ