ბუღალტერი — ბეკო

ბეკო

ბუღალტერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ბეკო" საქართველოს ბაზარზე წლებია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 98 სავაჭრო წერტილს აერთიანებს.

კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე, ინოვაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია — ცვლილება უკეთესობისკენ!

კომპანია ბეკო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბუღალტერი

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფარსადანის 5;

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო საათები: 40 საათი კვირაში.

ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ფინანსების მიმართულებით;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების, მათ შორის ექსელის, მაღალ დონეზე ცოდნა;
  • 1C ERP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება; (სავალდებულოა)

ძირითადი მოვალეობები:

  • საბანკო ოპერაციების პროგრამულად წარმოება და კონტროლი;
  • სალაროს გასავლისა და შემოსავლის ორდერების შემოწმება, პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  • რეალიზების გავლა, შემოწმება და შესაბამის დოკუმენტაციასთან შედარება;
  • სასაქონლო ზედნადების გამოწერა, დაკორექტირება;
  • RS.ge-ზე მუშაობა;
  • რეპორტების მომზადება და მთავარი ბუღალტერისთვის გადაგზავნა წინასწარ განსაზღვრულ ვადებში;

დამატებითი უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ