ბუღალტერი — გრიდ ქონსთრაქშენი

გრიდ ქონსთრაქშენი

ბუღალტერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია "გრიდ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • საბუღალტრო აღრიცხვის პროცესის ეფექტიანი მართვა და საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის მართვა და კონტროლი
  • ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი
  • ძირითადი საშუალებების მიღება და მათი გამოყენების ვადების განსაზღვრა
  • მატერიალური მარაგების ჩამოწერა
  • იმპორტების პროგრამული ასახვა
  • ხელფასების, ბონუსების, სადაზღვევო პრემიების და თანამშრომელთა სარგებლის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება
  • ანგარიშსწორებების, ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებების და საბანკო ოპერაციების პროცესის კონტროლი
  • ნებისმიერი ფულადი გადარიცხვის საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება
  • კლიენტებთან, ბანკებთან, მომწოდებლებთან, დებიტორებთან, კრედიტორებთან და სახელმწიფო უწყებებთან ფინანსური ურთიერთობების მართვა
  • ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში წარდგენა
  • წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში წარდგენა
  • ყოველთვიური და ყოველწლიური სტატისტიკური დეკლარაციების მომზადება
  • ნარჩენების მართვის სააგენტოში ყოველთვიური დეკლარაციების წარდგენა
  • ყოველწლიური ფინანსური აუდიტის დაგეგმვა და პროცესის კოორდინაცია
  • აუდიტორებთან კომუნიკაციისა და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა
  • კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია
  • საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით
  • აუცილებელია იდენტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ACCA I-II დონის სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად
  • საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა
  • საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, სასურველია ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილებაც
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ანალიტიკური აზროვნება
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ