ბუღალტერი — დეველოპერული კომპანია

დეველოპერული კომპანია

ბუღალტერი

₾4000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჰოლდინგური ტიპის კომპანიას ესაჭიროება ბუღალტერი.

სამუშაო საათები: 11:00 - 19:00, შესვენება 1 საათი.

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სრული განაკვეთი.

ანაზღაურება: 4000 ლარიდან, შეთანხმებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება.
  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია.
  • შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა.
  • გაყიდვების/შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარებების აქტების, შესყიდვების აქტების და ა.შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება.
  • დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება.
  • პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.
  • სალაროს ნაშთის კონტროლი.
  • საზოგადოების ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი.
  • სხვადასხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის ბუღალტრის/აუდიტორის საქმიანობიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საგადასახადო დაბეგვრის საკითხების ზედმიწევნით ცოდნა.
  • უმაღლესი განათლება, ეკონომიკის ან/და ბუღალტრული აღრიცხვის განხრით.
  • უპირატესობად ჩაითვლება საგადასახადო ორგანოში/აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
  • 5 წლამდე სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში.
  • სასურველია საგადასახადო ორგანოში მუშაობის გამოცდილება.
  • საბუღალტრო პროგრამა fina-ს ცოდნა.
  • საგადასახადო სტრუქტურებთან ურთიერთობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • დეტალებზე ორიენტირებული.
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
  • ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი.
  • ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ