ბუღალტერი — Indigo Cars

samushao.ge
Indigo Cars — ლოგო
Indigo Cars

ბუღალტერი

₾3500 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

Indigo Cars საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-ში შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპასა და აზიაში. Indigo Cars წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებელს სთავაზობს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ.

კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონალური ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში. Indigo Cars მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული - ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.

ავტოიმპორტიორი კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე, საფინანსო განყოფილებაში თბილისში.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

  • სამუშაო ფორმატი: ოფისიდან;
  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათამდე;
  • ანაზღაურება: 3500 ლარი.

ძირითადი ფუნქციები:

  • ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და შესაბამის პროგრამაში ასახვა;
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და დამუშავება;
  • საბანკო ოპერაციებისა და ამონაწერების დამუშავება;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
  • მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ანგარიშსწორებების კონტროლი;
  • ინვოისების, ზედნადებებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება;
  • შემოსავლებისა და ხარჯების სწორად აღრიცხვა;
  • ურთიერთშედარების აქტების მომზადება და კონტროლი;
  • ფინანსური მონაცემების დამუშავება და შიდა ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა;
  • თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა;
  • ფინანსური დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბუღალტრის პოზიციაზე მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ავტოიმპორტის, ავტომობილებით ვაჭრობის, საერთაშორისო ლოჯისტიკის ან მსგავს ინდუსტრიაში;
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და საბუღალტრო აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • დიდი მოცულობის ფინანსურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;
  • სიზუსტე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სიზუსტე და ყურადღება დეტალებისადმი;
  • ორგანიზებულობა — დოკუმენტების, ვადებისა და ფინანსური ოპერაციების სწორად მართვა.
  • ანალიტიკური აზროვნება — მონაცემების გაანალიზება და ფინანსური საკითხების ლოგიკურად შეფასება.
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი — განსაკუთრებით ანგარიშგების, აუდიტისა და საგადასახადო პერიოდების დროს.
  • კომუნიკაბელურობა — კოლეგებთან, ხელმძღვანელობასთან, აუდიტორებთან და სხვა პარტნიორებთან ეფექტური ურთიერთობა.
  • დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა — სამუშაო პროცესისა და დადგენილი ვადების დაცვა.
  • განვითარების სურვილი — საბუღალტრო და საგადასახადო წესების ცვლილებების მუდმივად გაცნობა.

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.

ბენეფიტები:

  • ჯამრთელობის დაზღვევა;
  • ფიტპასი;
  • ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები.