ბუღალტერი — საირმის საცხობი

საირმის საცხობი — ლოგო
საირმის საცხობი

ბუღალტერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საირმის საცხობი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, ძლიერ და მოტივირებულ პროფესიონალს, რომელიც წარმართავს კომპანიის ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვას. კომპანია ამჟამად მოიცავს კაფეს 4 ფილიალს და 2 საწარმოს (ხორცპროდუქტებისა და პურ-ფუნთუშეულის მიმართულებით).

კომპანიაში დანერგილია ბუღალტრული პროგრამა FINA.

დაქვემდებარება: საწარმოოს დირექტორი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის საბუღალტრო და საგადასახადო საქმიანობის წარმოება და კონტროლი საბუღალტრო პროგრამაში FINA;
  • საწარმოო და არასაწარმოო მარაგების (ნედლეული, ნახევარფაბრიკატები, მზა პროდუქცია) ზუსტი აღრიცხვა, წარმოების კალკულაციების ასახვა, ჩამოწერების კონტროლი და ფილიალებს შორის შიდა გადაადგილებების მონიტორინგი;
  • ყოველდღიური სამეურნეო ოპერაციების, საბანკო გადარიცხვებისა და პირველადი დოკუმენტაციის (ინვოისები, ზედნადებები, ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები) გადამოწმება და პროგრამაში დროული ასახვა;
  • ფილიალების ჭრილში სალაროების ყოველდღიური/ყოველთვიური კონტროლი, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებებისა და ნაშთების სისწორის უზრუნველყოფა;
  • ხელფასების, ბონუსების, სამივლინებო ხარჯებისა და სადაზღვევო პრემიების უწყისების მომზადება და დარიცხვა;
  • ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და RS.ge პლატფორმაზე დადგენილ ვადებში წარდგენა;
  • SARAS-ის პლატფორმაზე ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა;
  • კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი ფულადი გადარიცხვისა და ხელშეკრულების საგადასახადო კუთხით განხილვა და რისკების მინიმიზაცია;
  • თვის, კვარტლისა და წლის დახურვის პროცესების სრულყოფილი შესრულება, ფინანსური ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
  • აუდიტორებთან, ბანკებთან და შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საბუღალტრო პროგრამა FINA-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (სავალდებულოა);
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ/საბუღალტრო სფეროში;
  • წარმოებისა და HoReCa (კაფე/რესტორანი) სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • საქმის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების სწრაფად პოვნის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას (კვალიფიკაციიდან გამომდინარე);
  • სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას თანადაფინანსებით;
  • ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკს (შეთანხმებით).

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ