ბუღალტერი — მ2 დეველოპმენტი

მ2 დეველოპმენტი — ლოგო
მ2 დეველოპმენტი

ბუღალტერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!

კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

როგორც ბუღალტერიის გუნდის წევრს, გექნებათ შესაძლებლობა ჩაერთოთ m²-ის ფინანსური პროცესების ყველა ეტაპში, რომელიც მოიცავს ათეულობით კომპანიის ფინანსური მონაცემების კონსოლიდაციას. თქვენ ითანამშრომლებთ ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების ხელმძღვანელსა და გუნდის სხვა წევრებთან და მხარდაჭერას გაუწევთ შემდეგ მიმართულებებს:

  • ბუღალტრული ჩანაწერების მომზადება, შემოწმება და ანალიზი;
  • ბალანსისა და სხვა ფინანსური ანგარიშგებების მომზადება ანგარიშების ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და შეჯამების საფუძველზე, ფინანსური სტანდარტების შესაბამისად;
  • გადასახდელი გადასახადებისა და საგადასახადო დეკლარაციების გაანგარიშება;
  • ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
  • ყოველდღიური ფულადი გადარიცხვების განხორციელება (მათ შორის, სახელფასო გადარიცხვები);
  • გარე საგადასახადო აუდიტის პროცესში ძირითადი საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტექნიკური უნარები: Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა. უპირატესობად ჩაითვლება ACCA-ის ნაწილობრივი კვალიფიკაციის ფლობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა, როგორც ზეპირი, ისე წერითი); მჭიდრო ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • აუცილებელია ბუღალტრულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • უპირატესობად ჩაითვლება ბუღალტრული პროგრამა ბალანსის ცოდნა;

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 30 ივლისამდე გამოაგზავნოთ CV.

ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ. რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთაღნიშნულ პირობებს.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ