ბუღალტერი
ბუღალტრული მომსახურების კომპანია "FIN WAY" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
თუ გსურს იმუშაო პროფესიონალ გუნდში, სადაც შრომა ფასდება, განვითარება რეალურია და ყოველდღიურად საინტერესო გამოცდილებას მიიღებ — შემოგვიერთდი!
FIN WAY უკვე მრავალი წელია წარმატებით ემსახურება სხვადასხვა სფეროს კომპანიებს და ქმნის პროფესიონალურ გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომლის განვითარება მნიშვნელოვანია.
ჩვენთან გელოდება:
- მრავალფეროვანი კლიენტები
- პროფესიონალი მთავარი ბუღალტრების მხარდაჭერა
- მუდმივი სწავლა და განვითარება
- მეგობრული გუნდი
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა
- კომფორტული სამუშაო გარემო
- გარემო, სადაც შრომა და ერთგულება ნამდვილად ფასდება
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ORIS-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა მოტივირებულ კანდიდატს მუშაობას თავადაც შევასწავლით
- აუცილებელია MS Excel-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
- პირველადი დოკუმენტების სიზუსტის კონტროლი და ასახვა
- სალაროს კონტროლი
- საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში
- ხარჯების დარიცხვა
- სხვა ბუღალტრული საქმიანობის განხორციელება
პიროვნული კომპეტენციები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- პროფესიონალიზმი და განვითარების სურვილი
ანაზღაურება: 1800 ლარიდან (ხელზე ასაღები) + ზრდის პერსპექტივა გამოცდილებისა და შედეგების შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ადგილმდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზ. 23ა