ბუღალტერ-ოპერატორი — ევროპროდუქტი

ევროპროდუქტი — ლოგო
ევროპროდუქტი

ბუღალტერ-ოპერატორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Bayernland, Ritter Sport, Reber, Anthon Berg, Cachet, Bottega, Elle & Vire, Dardanel, Dilmah, Beretta, Zucchi, Granarolo და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 40 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ავჭალა, გაგრის ქუჩა #2

ფუნქცია-მოვალეობები:

** დისტრიბუციის შეკვეთების მიღება, დამუშავება, საწყობისთვის დატვირთვის ფურცლის მიწოდება, შესაბამისი შესწორებების შეტანა შეკვეთაში და ზედნადებების ატვირთვა;
** მაღაზიის მენეჯერების მიერ საწყობზე დაბრუნებების კონტროლი;
** შიდა გადაზიდვების ზედნადებების ატვირთვა;
** სარეკლამო ოპერაციების შესრულება პროგრამაში;
** მაღაზიის ვადიანი პროდუქციის ბორტებზე ნაშთების კონტროლი;
** ვადაგასული უკან დაბრუნების ბორტებზე ნაშთების კონტროლი;
** შიდა გადაზიდვის ბორტების ნაშთები კონტროლი;
** მიღებული და მისაღები ზედნადებების კონტროლი;
** სალაროს ზეტის გატარება სისტემაში;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
** სასურველია მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
** სასურველია ბუღალტრული პროგრამა APEX-ის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა;
** სასურველია ACCA-ს F3, F2 დონის სერთიფიკატი.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მიზანდასახულობა;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;

კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.