ბუღალტერ-ოპერატორი — ვაკო მოტორსი

ვაკო მოტორსი — ლოგო
ვაკო მოტორსი

ბუღალტერ-ოპერატორი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ვაკო მოტორსი" გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ

ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხმარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ.

ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს.

თანამშრომელს დავახვედრებთ

  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
  • ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას კომპანია "არდიში";
  • ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ფასდაკლებას შიდა პროდუქტებზე.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება

  • მომხმარებლების განაცხადის შესაბამისად საქონლის რეალიზაცია;
  • საქონლის რეალიზაციის შედეგად შესაბამისი საბუთის მომზადება, ინვოისის გამოწერა, მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა, ზედნადებისა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა;
  • სალარო აპარატთან მუშაობა, ჩეკების ამობეჭდვა;
  • სალაროს ნაშთების კონტროლი და მასზე პასუხისმგებლობა;
  • დებიტორების კონტროლი - ხელშეკრულების შემოწმება, მომხმარებლის ლიმიტის დადგენა და ლიმიტის შესაბამისად უნაღდო ანგარიშსწორების უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია და უნარები რომელიც გვჭირდება

  • უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ბუღალტერიის განხრით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
  • ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (განსაკუთრებით FINA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა სასურველია
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • ძLერი კომუნიკაციის და ორგანიზების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია

  • სამუშაო დრო: 09:00-18:00 (კვირაში ორი დღე დასვენება)
  • ანაზღაურება: 1200 ლარი ნეტი
  • სამუშაო ადგილი: ორხევი, თ. ჩანტლაძის #15 (ისთ ფოინთთან ახლოს)