ბუღალტერ-ოპერატორი — Fibercell Group

Fibercell Group

ბუღალტერ-ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია შპს "ფაიბერსელ ტექნოლოჯის" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (გლდანი, თავისუფალი ეკონომიკური ზონა)

სამუშაო გრაფიკი: სრული (შაბათი-კვირა დასვენება)

ძირითადი ფუნქციები:

  • საბანკო გადარიცხვების წარმოება;
  • საბანკო ამონაწერების გატარება პროგრამაში "ბალანსი";
  • დებიტორ-კრედიტორების ნაშთების კონტროლი;
  • კონტრაქტების მიხედვით დავალიანებების და მათი დაფარვის მონიტორინგი;
  • საქონელ-მასალის ანგარიშ-ფაქტურების შემოტანა პროგრამაში;
  • დოკუმენტაციის დაარქივირება;
  • მთავარი ბუღალტრის ასისტირება ფინანსური აუდიტის ან/და საგადასახადო შემოწმების დროს;
  • მთავარი ბუღალტრის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულო მოთხოვნა- ბუღალტრად მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (პროგრამა "ბალანსის" ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება) ;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • სიზუსტე და ყურადღება დეტალებზე;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაციის უნარები — ბანკებთან, კონტრაქტორებთან და შიდა დეპარტამენტებთან ეფექტური ურთიერთობისთვის;
  • დროის მართვის უნარი და პუნქტუალობა.