ბრენდის მენეჯერი
საერთაშორისო ბრენდების - Barilla, Haribo, Capri-Sun, MacCoffee და Doshirak-ის ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანია "არგო" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ-მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების/კომპეტენციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
- პარტნიორი ბრენდების მარკეტინგული, თრეიდ-მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება.
- ბრენდის მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, მართვა და ეფექტური ათვისების კონტროლი.
- გაყიდვების სტიმულირების მიზნით პრომო-აქციებისა და სამოტივაციო პროგრამების ინიცირება-აღსრულება.
- ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და გაყიდვების შედეგების ანალიზი.
- გაყიდვების, მერჩენდაიზინგისა და ლოჯისტიკის გუნდებთან მჭიდრო კოორდინაცია (ნაშთების კონტროლი, თაროზე განთავსების სტანდარტები, პლანოგრამები).
- სარეკლამო არხების შერჩევა და პრეზენტაციების/ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის.
საჭირო კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში
- ბრენდ-მენეჯმენტის, თრეიდ-მარკეტინგის ან კატეგორიის მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
- FMCG და სადისტრიბუციო სექტორში მუშაობის გამოცდილება
- ანალიტიკური, პრეზენტაციისა და პროექტების მართვის უნარები
- MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა