ბრენდ მენეჯერი ავეჯის მიმართულებით
კომპანია "ჯითექსი" 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე ტანსაცმლის, ავეჯისა და სახლის აქსესუარების ხაზით. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, KIABI, Enza home, English Home და Principe (HUGO BOSS, BIKKEMBERGS, Christian Lacroix, CERRUTI 1881, BALDESSARINI and POLICE). კომპანია წარმოდგენილია 35-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და გორში.
"ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის (ავეჯის მიმართულებით) პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ლოკაცია: ქ. თბილისი, მუხრან მაჭავარიანის 4ბ.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბრენდის სტრატეგიული განვითარების და მიმდინარე გეგმების დასახვა, დაგეგმვა, შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
- ბრენდის ფინანსური მიმართულების გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა (პროდუქციის შეკვეთა, გაყიდვა, ფასდაკლება, გროსს მარჟა და დარჩენილი მარაგის კონტროლი);
- შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა. გეგმის პერიოდული გადახედვა და საჭიროების შემთხვევებში მისი კორექტირება;
- B2B გაყიდვების მართვა და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია.
- გაყიდვების გაზრდის სტრატეგიის შემუშავება, ანალიზი და განხორციელების კონტროლი;
- ბაზრის, მომხმარებელთა სეგმენტაციისა და მონაცემთა ბაზების კვლევის უზრუნველყოფა და შედეგების ანალიზი;
- მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა, განხორციელების უზრუნველყოფა და შედეგების შემოწმება.
- გაყიდვების თვიური, სეზონური და წლიური გეგმის შემუშავება და ფილიალებზე მათი გადანაწილება;
- კომპანიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად არსებული და ახალი პროდუქტების განვითარების პროცესის შექმნა, მართვა და კონტროლი;
- საქონლის ან/და მომსახურების საჭიროების წინასწარი კვლევა და იდენტიფიცირება შესყიდვების ოპტიმალური დაგეგმვის მიზნით;
- პროდუქციის შეკვეთების ვადაში შესრულების კონტროლი;
- საწყობების მარაგების კონტროლი;
- გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
- რეპორტების, ფინანსური და სტატისტიკური ანალიზის მომზადება;
- დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მართვა, სამუშაოების დელეგირება, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
- ხელმძღვანელის სხვა, საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.
განათლება: უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება, მარკეტინგი, ზოგადი მენეჯმენტი, ფინანსები.
სამუშაო გამოცდილება:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- სასურველია რითეილ სფეროში მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- გუნდის მართვა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაცია;
- სტრატეგიული აზროვნების უნარი;
- საქმის ბოლომდე მიყოლის უნარი;
- გუნდურობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 სექტემბერი.