ბრენდ მენეჯერი
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია "ILARIA" ეძებს ბრენდ მენეჯერს პარტნიორი კომპანიისთვის:
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბრენდისა და კრეატიული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- საერთაშორისო ბრენდებთან, მათ სათავო ოფისებთან კომუნიკაცია და წლიური მარკეტინგული გეგმის მართვა;
- კრეატიული კამპანიების, ბრენდის აქტივობების და კოლაბორაციების დაგეგმვა და განხორციელება;
- ფოტო და ვიდეო გადაღებების, კონტენტის შინაარსის დაგეგმვა და მართვა;
- სოციალური მედიისა და კონტენტის სტრატეგიის, ასევე მისი კალენდრის შექმნა;
- ინფლუენსერებთან თანამშრომლობის დაგეგმვა და განხორციელება;
- PR ღონისძიებების - ივენთების, კოლექციების პრეზენტაციის და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
- ადგილობრივ პრემიუმ და მოდის კომპანიებთან თანამშრომლობისა და კოლაბორაციების განვითარება;
- საერთაშორისო ბრენდების და მოდის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
- CRM და ციფრული მარკეტინგის მენეჯერთან თანამშრომლობა საერთო მარკეტინგული კამპანიებისა და კონტენტის მიმართულებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ბრენდის მარკეტინგის, მოდის მარკეტინგის ან კრეატიული მარკეტინგის მიმართულებით;
- მოდისა და საერთაშორისო მოდის ბრენდების ცოდნა;
- კრეატიული კამპანიების შექმნის გამოცდილება;
- კრეატიული კოლაბორაციებისა და ღონისძიებების დაგეგმვის გამოცდილება;
- გუნდისა და გარე პარტნიორების მართვის გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
- მოდის, პრემიუმ/ლუქს საცალო ვაჭრობის, პრემიუმ საბანკო სფეროს, სილამაზის, ავტომობილების ან სხვა პრემიუმ სეგმენტში მუშაობის გამოცდილება მნიშვნელოვან უპირატესობად ჩაითვლება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემ(ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.