ბიზნესის მარკეტოლოგი
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია "ILARIA" ეძებს ბიზნესის მარკეტოლოგს პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ელექტრონული კომერციის მიმართულებით მუშაობს და მომხმარებლებს ონლაინ შოპინგის პლათფორმას სთავაზობს.
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
ანაზღაურება: 6000 ნეტი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
კონკრეტული ამოცანები:
- KPI-ების მიღწევა: ქვეყნის მარკეტინგული KPI-ების შესრულება, ბაზრის მთავარი ექსპერტის პოზიციონირება და ყველა ადგილობრივი აქტივობის ინიცირება.
- მთავარი მაჩვენებლები (KPIs): GMV-ის ზრდა, MAU, ბრენდის ცნობადობისა და ლოიალობის გაზრდა ადგილობრივ ბაზარზე.
- ბაზრის ექსპერტიზა: ადგილობრივი ბაზრის ყველა ასპექტის ღრმა ცოდნა და ამ ინფორმაციის ცენტრალურ გუნდამდე ეფექტიანად მიტანა.
- სტრატეგია და ტაქტიკა: ყოველთვიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დასახული მიზნების შესრულება.
- ლოკალური აქტივობები: ლოკალურად რელევანტური იდეების გენერირება, დასაბუთება და გაშვება.
- სარეკლამო კამპანიები: სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და გაშვება.
- კროს-ფუნქციური თანამშრომლობა: მჭიდრო თანამშრომლობა კომერციულ, PR, კრეატიულ, პროდუქტისა და GR გუნდებთან.
- ანგარიშგება: ყოველთვიური რეპორტინგი ეფექტიანობაზე, პროგრესსა და სირთულეებზე, ასევე აქტივობების ვიდეო-ანგარიშების მომზადება.
- ლოკალიზაცია: კრეატივებისა და ტექსტების თარგმნა, ადაპტაცია და ადგილობრივი კონტექსტის მორგება.
- სამართლებრივი და შიდა შეთანხმება: ყველა სარეკლამო მასალის (ბანერები, პოსტები, კონკურსის პირობები) შეთანხმება ადგილობრივ იურისტებთან, კომერციულ და PR გუნდებთან.
- კონტრაქტორების მართვა: ადგილობრივი კონტრაქტორების (სააგენტოები, ფოტოგრაფები) მოძიება და მათთან მუშაობა.
- შეხვედრების ოქმები: პროდუქტის გუნდთან შეხვედრების შემდეგ გადაწყვეტილებების ოქმის წარმოება და შედეგების გაზიარება.
მონიტორინგი და ანალიტიკა:
- ბაზრის მონიტორინგი: სოციალური ქსელების, მედიისა და კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი და მოკლე ანგარიშების გაგზავნა სამუშაო ჩატში (Telegram / Band).
- კამპანიების ანალიზი: გაშვებული კამპანიების ეფექტიანობის ყოველთვიური ანალიზი (მონაცემების შეგროვება სარეკლამო ანგარიშებიდან და SMM პლატფორმებიდან).
ღონისძიებები და პროექტები:
- ივენთების ორგანიზება: ლოკაციების მოძიება, ორგანიზატორებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმება, ივენთ-მენეჯერის დახმარება ადგილზე.
- ინფლუენსერ-მარკეტინგი: ადგილობრივი ბლოგერების სიის შედგენა, პირველადი მოლაპარაკებები და ყოველთვიური ბრიფინგი.
- SMM მხარდაჭერა: ლოკალური კონტენტ-გეგმის მიწოდება (ადგილობრივი დღესასწაულები, აქტუალური თემები), კომენტარების მონიტორინგი და პრობლემური საკითხების ესკალაცია.
- სპეციალური პროექტები: სპეცპროექტების მართვა ბრიფიდან რეალიზაციამდე (კონტრაქტორების მოძიება, კომერციული წინადადებების მომზადება და ა.შ.).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით.
- მარკეტინგის სფეროში 3+ წლიანი გამოცდილება, სასურველია Brand/Country/Trade Marketing-ის მიმართულებით.
- მარკეტინგული სტრატეგიებისა და კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება.
- ადგილობრივი ბაზრის, მომხმარებლის ქცევისა და კონკურენტული გარემოს კარგი ცოდნა.
- მარკეტინგული KPI-ების ანალიზისა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება.
- ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის არხების ცოდნა.
- პროექტების, ღონისძიებებისა და გარე პარტნიორების ეფექტურად მართვის გამოცდილება.
- ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და ორგანიზების უნარები.
- აუცილებელია, რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
- MS Office-ის, Google Analytics-ისა და Meta Ads Manager-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბიზნესის მარკეტოლოგი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
- თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
- გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
- გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
- თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: