ბიზნესის განვითარების მენეჯერი
სამშენებლო სარემონტო კომპანია შპს "გრენოვა" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
პასუხისმგებლობები:
- მსხვილი სარემონტო და სამშენებლო პროექტების მოძიება და მოზიდვა;
- ტენდერებში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება/კოორდინაცია;
- პოტენციურ დამკვეთებთან ურთიერთობის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
- ბაზრის მონიტორინგი — ტენდერების, საინვესტიციო პროექტების, სახელმწიფო/კერძო შესყიდვების ძიება.
მოთხოვნები:
- გამოცდილება გაყიდვებში/ბიზნეს განვითარებაში (სასურველია სამშენებლო/სარემონტო სფეროში);
- ტენდერების პროცესის ცოდნა;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და კომერციული ხედვა;
- ორგანიზებულობა და რამდენიმე ამოცანის ერთდროულად მართვის უნარი;
- ინიციატივიანობა, პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + % მოტანილი/მოგებული პროექტების მიხედვით