ბიზნესის ანალიტიკის სპეციალისტი — ვენორა მეზონი

ვენორა მეზონი — ლოგო
ვენორა მეზონი

ბიზნესის ანალიტიკის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ვენორა მეზონი წარმოადგენს პრემიუმ კოსმეტიკისა და თავის მოვლის საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში და რეგიონში. კომპანიის პორტფელში შედის L`OCCITANE EN PROVENCE, ERBORIAN, SOL DE JANEIRO, MELVITA და ELEMIS.

ვეძებთ ბიზნესის ანალიტიკის სპეციალისტს (Power BI / Business Intelligence Analyst), რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ერთიანი ანალიტიკური სისტემისა და Dashboard-ების შექმნაზე, განვითარებასა და მართვაზე. რომელსაც შეუძლია მონაცემების გაანალიზება და მათი მარტივ, გასაგებ და გადაწყვეტილებების მიღებისთვის პრაქტიკულად გამოსაყენებელ ინფორმაციად წარმოდგენა.

სამუშაო პირობები:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვებისა და შესრულების მაჩვენებლების ანალიზი (Sales & Performance Analytics);
  • ბრენდებისა და პროდუქტების შედეგების ანალიზი (Brand & Product Performance);
  • მარაგებისა და სასაწყობე ნაშთების ანალიზი (Stock & Inventory Analysis);
  • გეგმიური და ფაქტობრივი მაჩვენებლების შედარება და ანალიზი (Plan vs. Actual);
  • KPI-ების მონიტორინგი და ანალიზი;
  • პროგნოზირება და ტენდენციების ანალიზი (Forecasting & Trend Analysis);
  • მენეჯმენტისთვის Dashboard-ებისა და ანგარიშგების შექმნა;
  • სხვადასხვა მონაცემთა წყაროს გაერთიანება და ანგარიშგების პროცესების ავტომატიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ანალიტიკის, სტატისტიკის, ეკონომიკის, ფინანსების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • Power BI-ის, Business Intelligence-ის, მონაცემთა ანალიტიკის ან მენეჯერული ანგარიშგების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
  • Power BI-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • DAX-ისა და Power Query-ის კარგი ცოდნა;
  • მონაცემთა მოდელირების (Data Modeling) გამოცდილება;
  • Dashboard-ებისა და მენეჯერული ანგარიშგების შექმნის გამოცდილება;
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • SQL-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
  • ბიზნესის საჭიროებების გაგების უნარი;
  • პასუხისმგებლიანობა და სიზუსტე;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტი.

პერსონალური მონაცემების დამუშავება:

ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია დასაქმების პროცედურების წარმართვის მიზნით. ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.