ბიუჯეტირების სპეციალისტი
სამშენებლო კომპანია "ართვინ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბიუჯეტირების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
- ტექნიკური სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად სამშენებლო პროექტის ბიუჯეტის დამუშავება/შედგენა და შემდგომი მონიტორინგის უზრუნველყოფა (Variance Analysis)
- ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის ანალიზი ყოველთვიურად და სამშენებლო პროექტების დასრულების დროს
- ყოველკვარტლური და ყოველწლიური ანალიტიკური რეპორტების წარმოება, ანალიზი და ტოპ-მენეჯმენტისთვის პრეზენტირება
- საშემსრულებლო დოკუმენტების მიხედვით (ფორმა N 2), გაწერილი ბიუჯეტის გადახრების ანალიზი
- ხარჯების ოპტიმიზაცია ფინანსურ მენეჯერთან ერთად
- კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება ფინანსური მენეჯერის გადაწყვეტილებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში
- მშენებლობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, ბიუჯეტირების სპეციალისტის პოზიციაზე
- ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
- კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების ცოდნა; Excel მაღალ დონეზე
- სასურველია საქართველოში აპრობირებული საბუღალტრო პროგრამებთან (ORIS, 1C, Balance და სხვა) მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კვებით ბენეფიტს
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00