ბილინგის სამსახურის სპეციალისტი- მცხეთა — ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

ბილინგის სამსახურის სპეციალისტი- მცხეთა

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი - მცხეთა" აცხადებს ვაკანსიას ბილინგის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და გაინტერესებს ჯანდაცვის სფეროში პროფესიული განვითარება — შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში!

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურებებისა და შესაბამისი ხარჯების აღრიცხვა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციისა და მომსახურებების სისწორის გადამოწმება;
  • სადაზღვევო კომპანიებისთვის წარსადგენი შემთხვევების დამუშავება;
  • სადაზღვევო მოთხოვნების, ანგარიშებისა და ინვოისების მომზადება;
  • სადაზღვევო კომპანიებთან ანგარიშსწორების პროცესის მონიტორინგი;
  • ბილინგის მონაცემების შესაბამის პროგრამებში ასახვა;
  • გამოვლენილი უზუსტობებისა და შეუსაბამობების იდენტიფიცირება და კორექტირება;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში, კლინიკის სხვა შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება — სასურველია ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ჯანდაცვის ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულებით;
  • ბილინგის, დაზღვევის, ფინანსების ან ჯანდაცვის სფეროში სამუშაო გამოცდილება 3 წელი;
  • MS Excel-ის კარგი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ჯანდაცვის პროგრამებსა და/ან სახელმწიფო პორტალებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ფინანსური დოკუმენტაციისა და ანგარიშგების საბაზისო ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობა;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და განვითარების სურვილი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ