ბილეთების, წევრობისა და გულშემატკივართა ურთ. მენეჯერი- ბათუმი — საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი

საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი

ბილეთების, წევრობისა და გულშემატკივართა ურთ. მენეჯერი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
საფეხბურთო კლუბი "დინამო ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას ბილეთების, წევრობისა და გულშემატკივართა ურთიერთობის მენეჯერის (Ticketing & Fan Engagement Manager) პოზიციაზე.

კლუბი მზად არის განიხილოს როგორც გამოცდილი კადრები, ასევე მოტივირებული და ენერგიული დამწყები კანდიდატები (სტუდენტები / კურსდამთავრებულები), რომლებსაც აქვთ სპორტულ ინდუსტრიაში განვითარების დიდი სურვილი. პოზიცია ითვალისწინებს საქმის ადგილზე შესწავლასა და პრაქტიკულ მომზადებას.

პოზიციის მთავარი მიზანი:

მატჩებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციის სრული ციკლის მართვა (ონლაინ პლატფორმები და ფიზიკური სალაროები), წევრობის (Membership) სისტემისა და სეზონური პაკეტების განვითარება, გულშემატკივართა ერთიანი ბაზის (CRM) ფორმირება/მართვა და მატჩის დღეს ფან-შოპისა და საკლუბო მერჩენდაიზინგის საოპერაციო პროცესების გამართული კოორდინაცია.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (მოიცავს მატჩის დღეებს: შაბათ-კვირა / საღამოს საათები; მატჩის შემდგომ დღეებში მოქმედებს მოქნილი დასვენების გრაფიკი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

1. ბილეთები და წევრობის სისტემა (Ticketing & Membership):

** ბილეთების გაყიდვების არხების ოპერაციული მართვა როგორც ონლაინ პლატფორმებზე, ისე სტადიონის სალაროებში;
** სეზონური აბონემენტებისა და Membership პაკეტების (Kids, Standard, VIP და ა.შ.) სტრუქტურის შექმნა, ფასწარმოქმნის პროცესში მონაწილეობა და გაყიდვების სტრატეგიის დანერგვა;
** მატჩის დღის (Matchday) საოპერაციო მართვა: სტადიონზე დაშვების ელექტრონული სისტემების (Turnstiles / Access Control) და სალაროების გამართული მუშაობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.

2. ფან-ბაზა და CRM (Fan Base & CRM):

** გულშემატკივართა ერთიანი მონაცემთა ბაზის (CRM) შექმნა, სისტემატიზაცია და მუდმივი განახლება;
** აუდიტორიის სეგმენტაცია (ასაკის, სქესის, ვიზიტების სიხშირისა და ინტერესების მიხედვით) მიზნობრივი კამპანიების დასაგეგმად;
** გულშემატკივრებთან კომუნიკაციის პირდაპირი არხების შექმნა და წარმართვა (Email მარკეტინგი, WhatsApp/SMS შეტყობინებები და ა.შ.);
** ლოიალობის პროგრამების ინიცირება და ექსკლუზიური ღონისძიებების (ღია ვარჯიშები, Meet & Greet, ფან-შეხვედრები) ორგანიზების კოორდინაცია.

3. ფან-შოპისა და მერჩენდაიზინგის ზედამხედველობა:

** მატჩის დღეს სტადიონის ტერიტორიაზე დროებითი სავაჭრო წერტილების (Pop-up Fan Shop) ლოგისტიკის, გამართვისა და გაყიდვების პროცესის ორგანიზება;
** საკლუბო ატრიბუტიკისა და მერჩენდაიზის ნაშთების პირველადი მონიტორინგი, აღრიცხვა და შევსების საჭიროებების იდენტიფიცირება;
** ფან-შოპის გაყიდვების ინტეგრირება Membership სისტემასთან და ლოიალობის ბარათების ფასდაკლების მექანიზმებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, სპორტის მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება: სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. განვიხილავთ მოტივირებულ დამწყებ კანდიდატებსაც - უზრუნველყოფილია საქმის ადგილზე შესწავლა და მენტორინგი (მომხმარებელთან ურთიერთობის, გაყიდვების ან ღონისძიებების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** პროგრამული უნარები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel / Google Sheets);
** ენები: ქართული ენის გამართული ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

პიროვნული თვისებები (უმთავრესი კრიტერიუმი):

** მაღალი მოტივაცია, ენერგიულობა და ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების მზაობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და საქმისადმი მონდომება;
** კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** მატჩის დღეებში დინამიკურ გარემოში აქტიურად ჩართვის ენთუზიაზმი.

რას გთავაზობთ (ბენეფიტები):

** საქმის ადგილზე შესწავლასა და პროფესიულ მომზადებას გამოცდილი გუნდის მხარდაჭერით;
** კარიერული ზრდისა და სპორტულ ინდუსტრიაში დამკვიდრების რეალურ შესაძლებლობას წამყვან ქართულ საფეხბურთო კლუბში;
** კონკურენტულ სახელფასო ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის კორპორაციულ პაკეტს;
** მატჩის შემდგომ დღეებში დასვენების მოქნილ გრაფიკს;