ბავშვთა გასართობი კლუბის თანამშრომელი — აბლი ბაბლი

samushao.ge
აბლი ბაბლი — ლოგო
აბლი ბაბლი

ბავშვთა გასართობი კლუბის თანამშრომელი

₾1500 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

აბლი ბაბლი აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა გასართობი კლუბის თანამშრომლის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი მოლი

თუ გიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, ხარ ენერგიული, პასუხისმგებლიანი და პოზიტიური, ეს ვაკანსია შენთვისაა.

ვის ვეძებთ?

  • ენერგიულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს;
  • პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც აქვს მოთმინების უნარი;
  • ადამიანს, რომელსაც გულწრფელად უყვარს ბავშვები და მათთან მუშაობა.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა ან დასრულებული განათლება;
  • საბავშვო ბაღში, გასართობ ცენტრში ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები

  • ბავშვების უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა;
  • სათამაშო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
  • ბავშვებისთვის წიგნების წაკითხვა;
  • სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობის შეთავაზება და ჩატარება;
  • სტუმრებისთვის სასიამოვნო და მეგობრული გარემოს შექმნა.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო საათები: 10:00 – 22:00
  • ცვლა: 9-საათიანი სამუშაო დღე (1 საათიანი შესვენებით), მცოცავი გრაფიკით
  • დასვენება: კვირაში 2 დღე (მცოცავი)

სტუდენტებისთვის შესაძლებელია მორგებული გრაფიკის შეთავაზება.

ანაზღაურება: ანაზღაურება შეადგენს 1 200–1 500 ლარს. პირობები განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით და განიხილება გასაუბრების დროს.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ