ბარმენი — Snap Fitness

Snap Fitness — ლოგო
Snap Fitness

ბარმენი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჯორჯია ფიტნეს ცენტრი / სნეპ ფიტნესი აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბარში წარმოდგენილი საკვები დანამატების სრულყოფილი ცოდნა;
  • ბარში წარმოდგენილი პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვა;
  • შეიკების/ყავის/ფრეშის სწრაფად და ხარისხიანად მომზადება;
  • ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება ფიტნესით დაინტერესებულ კანდიდატს;
  • ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები: ენერგიული და კომუნიკაბელური.

ჩვენ გთავაზობთ: სნეპ ფიტნესის დარბაზში შეუზღუდავ წვდომასა და სარგებლობას.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 დღე ცვლების მიხედვით - 09:00-დან 15:45-მდე და 15:45-დან 22:30-მდე. (დიდი დიღომი, მირიან მეფის 46 (სავაჭრო ცენტრი "დიღომის სითი", მეორე სართული).

ანაზღაურება: ფიქსირებული, ხოლო გეგმის შესრულების შემთხვევაში, დამატებით ხელფასის 25%.