ბარმენი — IDEA Collection by GINO HOTTELS

samushao.ge
IDEA Collection by GINO HOTTELS — ლოგო
IDEA Collection by GINO HOTTELS

ბარმენი

₾1200 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება. სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.

„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

ლოკაცია: პ. მელიქიშვილის 47/49

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების თავაზიანი მიღება და მომსახურება
  • ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება სტანდარტების შესაბამისად
  • ბარის სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი დაცვა
  • პროდუქციის მარაგის კონტროლი და დროული შევსება
  • სალაროსთან მუშაობა და შეკვეთების სწორად გატარება
  • სტუმრებთან კომუნიკაცია და პოზიტიური გარემოს შექმნა
  • ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
  • მენიუს ცოდნა და სტუმრებისთვის რეკომენდაციების გაწევა
  • გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • მომსახურების პრინციპების ცოდნა
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, POS სისტემები)

კომპანია გთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
  • კვებით უზრუნველყოფას
  • ანაზღაურება: 1200 ლარი (NET)

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ