ბარისტა
KAFEA აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.
KAFEA არის 15-წლიანი გამოცდილების მქონე ყავის ქსელი, რომელიც დღეს თბილისში 10 ფილიალს აერთიანებს. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა მომხმარებლისთვის ხარისხიანი ყავისა და მაღალი სტანდარტის მომსახურების შეთავაზება.
დასაქმდი სახლთან ახლოს ! თბილისის მასშტაბით შემდეგ ლოკაციებზე:
- საბურთალო — მეტროებთან ახლოს მდებარე ობიექტები;
- გლდანი;
- კახეთის გზატკეცილი.
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: 24-საათიანი ცვლა 3 დღეში ერთხელ ან 12-საათიანი ცვლა 24-საათიანი დასვენებით;
- ანაზღაურება: 1100–1200 ლარი + ბონუსი;
- კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო გარემო;
- პროფესიული სწავლება და განვითარება;
- ჯანმრთელობის დაღზღვევა.
პოზიციის ძირითადი მოვალეობები:
- ცხელი და ცივი ყავის სხვადასხვა სახეობის მომზადება;
- კომპანიის ყავის მენიუსა და მომზადების სტანდარტების ცოდნა;
- მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლების სწრაფი და თავაზიანი მომსახურება;
- კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კანდიდატის ასაკი: 18 წელი და ზემოთ;
- ბარისტას ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ბარისტად მუშაობის გამოცდილება სავალდებულო არ არის. ჩვენ ვუზრუნველყოფთ შესაბამის სწავლებას, რომლის ფარგლებშიც კანდიდატი შეისწავლის ყავის კულტურას, მომზადების ტექნიკებს, მომსახურების სტანდარტებსა და ბარისტასთვის ყველა საჭირო პრაქტიკულ ცოდნას.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 სექტემბერი, 2026.
რეზიუმეების განხილვის შემდეგ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.